იმედია, მაგნიტსკის სია შეივსება ამ მოძალადე გარეწრების სახელებით და გვარებით-პოეტი ზვიად რატიანი
განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეები არიან ერთიც და მეორეც და იმედია, მაგნიტსკის სია შეივსება ამ მოძალადე გარეწრების სახელებით და გვარებით - ასე აფასებს პოეტი, ზვიად რატიანი აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის დასანქცირებას.
მისი თქმით, ყაველაშვილის არჩევით და ღირსების ორდენებზე წარდგენით საზოგადოებას დასცინიან.
“თუ ვინმეა დასაცინი, აბსოლუტურად არიან თვითონ“, - ამბობს რატიანი.
ყაველაშვილის არჩევა, ამათი ღირსების ორდენები - დაგვცინიან. თუ ვინმეა დასაცინი, აბსოლუტურად არიან თვითონ. მე საერთოდ არ ვთვლი, რომ გონივრულად და გააზრებით უნდა მივუდგეთ, იმათ ავადმყოფ ტვინში რა ტრიალებს, ადამიანობის კატეგორიაში აღარ გადიან, ჩვეულებრივი ავადმყოფები არიან. ირაკლი კობახიძე რომ ხარ შენ ტვინში რა ტრიალებს, ღმერთმა წარმოიდგინოს“, - განაცხადა ზვიად რატიანმა.