ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა - ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი

20.12.24 22:26
ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა - ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი

ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა - უმძმესი დასკვნის მოუხედავად, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტში ამოიკითხა, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

როგორც პრემიერი ბრიფინგზე ირწმუნებოდა, დღევანდელი დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რაც ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა.

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს. თქვენ ნახეთ, როგორი მძიმე რექცია ჰქონდა ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე, იხილეთ აგრესიული თავდასხმები ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთხელ ასეთ აგრესიულ თავდასხმას ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნების შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლებისთვის, ამ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც წარმოდგენილი და მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, - განაცხადა კობახიძემ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები