ოდირის დასკვნის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება გაცილებით მკაცრი იქნება ახალი არჩევნების მოთხოვნაში - ვაშაძე
"ერთიანობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გაცხადებით, ეუთო-ოდირმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური.
მისივე თქმით, ოდირის დასკვნის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება გაცილებით მკაცრი იქნება ახალი არჩევნების მოთხოვნაში.
ეუთო-ოდირმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და ის ახლიდან უნდა ჩატარდეს. ყველა იმ საკითხის დადასტურებაა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. თქვენ ნახავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ დასკვნის შემდეგ იქნება გაცილებით უფრო მკაცრი ახალი არჩევნებსი მოთხოვნაში, იმიტომ, რომ ვერცერთ შემთხვევაში, ეს არჩევნები ლეგიტიმაციის ვერანაირ სტანდარტს ვერ უძლებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.