პრეზიდენტი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს
მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.
„მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.