მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა - ძალადობაში დადანაშაულებული სასულიერო პირი

06.09.21 15:09
მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა - ძალადობაში დადანაშაულებული სასულიერო პირი

სასულიერო პირი, სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომლის მიმართ  სახალხო დამცველმა  სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა, მედიას პასუხობს. დეკანოზის თქმით, ის მეორედ მოსვლის მოლოდინშია.

ადვოკატს დაუკავშირდით და ის გიპასუხებთ, მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა", - ამბობს დეკანოზი სპირიდონი.

სახალხო დამცველმა პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.  საქმე ეხება 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 30-მდე პირი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.