საუბარი იყო ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემაზე, ზეწოლაზე... ამაზე მკაცრი რა უნდა თქვას სადამკვირვებლო მისიამ - ქურდოვანიძე

21.12.24 11:12
საუბარი იყო ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემაზე, ზეწოლაზე... ამაზე მკაცრი რა უნდა თქვას სადამკვირვებლო მისიამ - ქურდოვანიძე

"საუბარი იყო ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემაზე, ზეწოლაზე... ამაზე მკაცრი რა უნდა თქვას სადამკვირვებლო მისიამ" - ასე აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ეუთო/ოდირის ანგარიშს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, უმძიმეს დასკვნაში, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ გუშინ გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემად ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევაა გამოკვეთილი, რომელმაც ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენა მოახდინა. 

ამაზე მკაცრი რა უნდა თქვას სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ერთნაირი მეთოდოლოგიით აკვირდება არაერთ ქვეყანაში არჩევნებს და მისი დასკვნები ძალიან ავტორიტეტულია. სისტემური პრობლემა ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით, ამ ანგარიშში გამოკვეთილია როგორც ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა, რომელმაც ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინა, ის თავისუფლად ვეღარ შეძლებდა არჩევანის გაკეთებას ასეთ გარემოში. საუბარია ზეწოლებზე, საუბარია საარჩევნო დავების გადაწყვეტის გზებზე. თუ საარჩევნო დღეს, ან წინასაარჩევნო პერიოდში ხდება დარღვევები, ეს დარღვევები სამართლებრივად ვერ გადაწყდება სწორად, რადგან ამის შესაძლებლობები არ არის დე ნება არ არსებობს, ამასაც მკაცრად აფასებს ხოლმე ეუთო. ამ ანგარიშში სწორედ მკაცრად არის შეფასებული, როგორ მოხდა დავების განხილვა", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები