"შავი დღე ცესკოსთვის და "ოცნებისთვის", ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია" - სიორიძე
"შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე "ოცნებისთვის", ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია" - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე აცხადებს.
გიორგი სიორიძის თქმით, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს უწინდელ რეკომენდაციებს.
"ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ" - აღნიშნავს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი.
შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე "ქართული ოცნებისთვის" - ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია.
ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმძიმესად აფასებს. ეს ორგანიზაცია არჩევნების პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეფასებას არ ახდენს. თუმცა არასოდეს ყოფილა ის თავის შეფასებებში ასეთი ნეგატიური, არასოდეს ასეთი მკაცრი - რეკომენდაციებში. შესაბამისად, დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ - არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს უწინდელ რეკომენდაციებს.
ოდირის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის მიკერძოებული, რომელშიც დომინირებს მმართველი პარტია და ეს ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიების მიერ დანიშნული წევრები მთლიანად იყვნენ გამოთიშულნი.
საარჩევნო ტექნოლოგიები მთლიანად იყო ხელისუფლების მიერ მართული პირების ხელში და მასთან დაკავშირებულ პროცესებში არ მონაწილეობდნენ ჩართული მხარეები (როგორც პარტიები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები).
ოდირის რეკომენდაციებში ასახულია, პრაქტიკულად, ყველა ის პრობლემა, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მათ შორის: უმეტესობა უბნებში შეუძლებელი იყო სრულფასოვანი დაკვირვება, ბიულეტენებზე სპეციალური მარკერის გამონაჟონით გამოწვეული შედეგები, რამაც დაარღვია ფარულობის პრინციპი და სხვა.
ფაქტია, რომ ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ." - ამბობს გიორგი სიორიძე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.