ქვეყნის შიგნიდან და გარედან უწყვეტი წნეხი ივანიშვილს აიძულებს, პოლიტიკურ შეთანხმებას დათანხმდეს - ბუჩუკური
ქვეყნის შიგნით არსებული უწყვეტი წნეხისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" განხორციელებული ზეწოლის ფონზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დათანხმდება.
ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის განმარტებით, მთავარი მიზანი ორია - "დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უდანაშაულო მძევალი და მაგიდაზე არჩევნების ახალი თარიღი დაიდოს".
ქვეყნის შიგნით არსებული უწყვეტი წნეხის ფონზე, ამას დამატებული ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წნეხი გარედან, ამ ორი მხრიდან წნეხის საფუძველზე ივანიშვილი გახდება იძულებული, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას დათანხმდეს. ამ პოლიტიკურ შეთანხმებას ორი მკაფიო მიზანი აქვს - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უდანაშაულო მძევალი და მაგიდაზე არჩევნების ახალი თარიღი უნდა დაიდოს", - ამბობს ანა ბუჩუკური.
ივანიშვილის რეჟიმის 13 წარმომდგენელს ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა იქსზე წერს.
ბრაჟეს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დამატებით 13 მოქალაქე გამოცხადდება პერსონა ნონ გრატად და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალებათ.