ევროპული მომავლის მცველები ქუთაისიდან მარშით თბილისისკენ მოემართებიან
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ევროპული მომავლის მცველები კოლონებით ქუთაისიდან მარშით თბილისისკენ მოემართებიან. ევროპული მომავლის მცველები 15:00 საათზე გაბრიაძის თეატრთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან.
დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მივდივართ თბილისში ქუთაისიდან ქუთაისელების მარშზე. ვთვლით, რომ ქუთაისი არის ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი, რომელიც არის ღირებული იმ მატერიალური ღირებულებებით, რაც არის დასავლეთი. პირველ რიგში მინდა გამოვუცხადო სოლიდარობა ყველა დაკავებულს და პატრიოტს და მინდა ვუთხრა, რომ ქუთაისელები და მთელი იმერეთი შეუერთდება იმ მარშს რასაც ჰქვია პროტესტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.