"არ არის მოხსენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ... გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია" - შვაბე ეუთოს დასკვნაზე

21.12.24 12:45
"არ არის მოხსენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ... გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია" - შვაბე ეუთოს დასკვნაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე წერს.

"ეს არ არის მოხსენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ" - აღნიშნავს ფრანკ შვაბე და პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს.

ეს არ არის მოხსენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი". - წერის შვაბე.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები