"ანგარიშში არ წერია, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო - ობიექტური დასკვნაა" - კობახიძე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელი, ანა კობახიძე "პირველებთან" აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ობიექტურია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საუბარი ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციაზე წვდომის არ ქონაზეა.
ანა კობახიძის განმარტებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა და მის შედეგებს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
ძალიან ობიექტური დასკვნაა. განსაკუთრებით, იმ ნაწილში, როცა საუბარია, რომ ჩვენ როგორც ჩართულ მხარეებს, ასევე ადმინისტრაციის წევრებს არ გვქონდა წვდომა არანაირი ინფორმაციაზე, რაც ჩატვირთული იყო მაგალითად ტექნოლოგიებში, ვისი სიები იყო, ვინ ჩატვირთა და ა.შ.. ზუსტად ეს ნაწილი არის მოხვედრილი დასკვნაში და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქვეყანა სამაგიდოდ იღებს ეუთო/ოდირის დასკვნას იმის მიხედვით, შეაფასოს თუ არა და ლეგიტიმურად გამოაცხადოს არჩევნები კონკრეტულ ქვეყანაში. ჩვენ საქართველოს არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნაში არ გვიწერია, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისვე როგორც დღეს, არც შემდეგში, არ ექნება აღიარება ამ არჩევნებს'', - ამბობ ანა კობახიძე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.