ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების - დოლიძე
ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ უმძიმეს დასკვნასთან დაკავშირებით მესამე სექტორში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს "უკიდურესად კრიტიკული" უწოდა და როგორც ISFED-ის, ასევე "ჩემი ხმისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სახელით განაცხადა, რომ დასკვნა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიების მიგნებებთან თანხვედრაშია.
"წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი წაშლილი იყო" - თქვა ნინო დოლიძემ და იქვე აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველს იძლევა.
ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევების შეფასებები თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ეუთო/ოდირის შეფასებით საპარლამენტო არჩევების დროს, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში, გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის საქართველოს ვალდებულებებსა და არჩევების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასევე სარჩევნო ადმინისტრაციის წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციასთან დამოუკიდებელი გამოწვევები. წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება და ''ქართული ოცნების'' ფინანსური უპირატესობა. ასევე ამომრჩევლების დაშინება, რის გამოც შეიძლება ზოგიერთმა ამომრჩეველმა ვერ გააკეთა არჩევანი.
ეუთო/ოდირის მიხედვით, არჩევნები პროცედურულად ორგანიზებული იყო, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩეველზე ზეწოლის გამო. ამომრჩეველზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა, ძირითადად, მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების ფაქტებს. ასევე ადამიანები საარჩევნო უბნებზე ხშირად აწარმოებდნენ ვიდეო-გადაღებას, რამაც დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩეველზე. უკიდურესად, ნეგატიურად არის საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეზღუდვით.
საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევაში, არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში საარჩევნო დავების განხილვამ, ძირი გამოუთხარა გასაჩივრების უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური საშუალება და არ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხულს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. საარჩევნო პერიოდის დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, ადმინისტრაციისა და სასამართლოსი.
ანგარიში ასევე ხაზგასმულია არჩევების შემდგომი პერიოდი, ''ქართული ოცნების'' გადაწყვეტილება და მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა აქციის ჩახშობა და დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ''ქართული ოცნების'' პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის ეუთო/ოდირი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ მისი მანდატი არ მოიცავს მის აღიარებას და ცნობას, ის უბრალოდ აფასებს. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალს, თავად შეაფასოს არჩევების ჩატარების ხარისხი. ამ განცხადებას ვუერთდებით სამი სადამკვირვებლო მისია'', - ამბობს ნინო დილიძე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.