"ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე დე ფაქტო ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ გამყარდება" - სამადაშვილი

21.12.24 15:36
"ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე დე ფაქტო ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ გამყარდება" - სამადაშვილი

"ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე დე ფაქტო ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ გამყარდება" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, ფაქტობრივად, თქვა, რომ "ქვეყანაში არჩევნები, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს, ვერ შედგა და ეს არის ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნა".

"ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად სანქცირებული ხელისუფლება გვყავს" - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

არაღიარების პოლიტიკა უკვე შემდგარია. იმის ნაცვლად, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს, დღეს ჩვენ გვყავს, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, სანქცირებული ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული საქართველოს საუკეთესო მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ეს არაღიარების პოლიტიკა დე ფაქტო, თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხოლოდ გამყარდება ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე, რადგან ეს იყო უკანასკნელი ხავსი, რომელსაც ეჭიდებოდა მმართველი გუნდი. ეუთო/ოდირმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს, ვერ შედგა და ეს არის ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები