ოდირის დასკვნით დაადასტურა, რომ ქვეყანაში არც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და არც სამართლებრივი მექანიზმები - მეზვრიშვილი

21.12.24 15:55
ოდირის დასკვნით დაადასტურა, რომ ქვეყანაში არც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და არც სამართლებრივი მექანიზმები - მეზვრიშვილი

ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნის ფონზე, პარტია "გახარია საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" არაღიარების ოფიციალური განცხადებები დომინოს პრინციპით წამოეწევა. 

"უნდა ველოდოთ უფრო მკაფიო შეფასებებს ევროპის იმ ქვეყნებისგან, ვისი პოზიციაც აქამდე არ მოგვისმენია" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშით დადასტურდა, რომ ქვეყანაში არც დამოუკიდებელი ინსტიტუტები და არც სამართლებრივი მექანიზმები არსებობს.

"ოდირის დასკვნა მყარი საფუძველია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს შეცვლილი ადმინისტრაციით" - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა. 

ეს წავა დომინოს პრინციპით. ახლა უნდა ველოდოთ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო შეფასებებს ევროპის იმ ქვეყნებისგან, ვისი პოზიციაც აქამდე არ მოგვისმენია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მხრივ "ოცნებას" "ბედნიერი" ახალი წელი ელოდება. დაადასტურა, რომ ქვეყანაში არც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და არც სამართლებრივი მექანიზმებია. გამოსავალი ახალ არჩევნებშია. ოდირის დასკვნა მყარი საფუძველია, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს შეცვლილი ადმინისტრაციით", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები