"უპრეცედენტოდ ნეგატიური დასკვნაა" - ბოკუჩავა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე
"უპრეცედენტოდ ნეგატიური დასკვნაა" - ასე აფასებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
ეს არის უპრეცედენტოდ ნეგატიური დასკვნა, რაც კი გვინახავს საქართველოსთან მიმართებით ეუთო/ოდირის მხრიდან. ის, რომ აღნიშნული დასკვნა ლეგიტიმაციის საკითხს აყენებს და ხაზს უსვამს, რომ ეუთო/ოდირის მანდატში არ შედის ლეგიტიმაციის მინიჭება, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი, რაც საფუძვლად დაედება განგრძობად არაღიარების პოლიტიკას, არალეგიტიმურ არჩევნებს და ამ არალეგიტიმური მიტაცებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მოცემულ პოლიტიკურ კრიზისში ერთადერთი გამოსავალი არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის ხელახალი არჩევნების დათმობაზე წამოსვლაა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.