შეხვედრა პრეზიდენტთან - ათონელის რეზიდენციაში ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და მესამე სექტორი იმყოფება

21.12.24 17:03
შეხვედრა პრეზიდენტთან - ათონელის რეზიდენციაში ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და მესამე სექტორი იმყოფება

ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო სასახლე - პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე აუდიენციის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი ანგარიში იქნება. 

დიდი ალბათობით, ამ დასკვნაზე იქნება დღეს საუბარი, რადგან ეს დასკვნა ხელ-ფეხს უხსნის დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო მძაფრი დასანქცირებისკენ. თავისი შინაარსით უპრეცედენტოა. დასკვნა, ფაქტობრივად, ამბობს, რომ შეუძლებელია ასეთი არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს იმდენი დარღვევები იყოს. ეს არის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული და ბუნებრივია, რომ ამ თემაზე საუბარი გვექნება", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. 

მსგავსი სიახლეები