ე.წ. ხელისუფლება იძულებული გახდება ძალიან სწრაფად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები - მელია

21.12.24 17:23
ე.წ. ხელისუფლება იძულებული გახდება ძალიან სწრაფად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები - მელია

ე.წ. ხელისუფლება გახდება იძულებული გახდება ძალიან სწრაფად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელია მელიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, დემოკრატიულმა მსოფლიომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა და ამაზე მეტყველებს, მათ შორის ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნაც. 

მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავის განცხადებებით, დაკსვნებით, რომ  საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციას არ ცნობს არც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, ამას ადასტურებს თიტთქმის ერთთვიანი პროტესტი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. დემოკრატიულმა სამყარომ არ ცნო ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები და ხელისუფლება როგორც ლეგიტიმური. უკანასკნელი პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე დემოკრატიული მსოფლიო გახდა იძულებული ეტქვა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პრაქტიკულად მოძალადე ხელისუფლება, რომელიც ხალხს აწამებს. ჩვენ ვხედავთ რომ ერთობლივმა ძალისხმევამ ივანიშვილის რეჟიმი მიამწყვდია კუთხეში. ეს ე.წ. ხელისუფლება გახდება იძულებული გახდება ძალიან სწრაფად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები და ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგად აირჩევა ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე აუდიენციის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი ანგარიში იქნება. 

მსგავსი სიახლეები