ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და ახალ არჩევნებს - გიორგი ქებურია
დიზაინერი გიორგი ქებურია მოდის ინდუსტრიის მარშს შეუერთდა. ის ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ახლა ქუჩაში დგას და მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვს.
დიზაინერი ასევე მთავრობის გადადგომის და ახალი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.
ყველაფერი ფერხდება, ჩვენი მომავალი იკარგება ფუჭად ამ მდგომარეობაში, ვითხოვთ დაპატიმრებულების გათავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და ახალ არჩევნებს. ყველა ვიბრძვით თავისუფლებისთვის", - განაცხადა გიორგი ქებურია.