პირობას ვდებ, ლომჯარია მალე აღმოჩნდება საპყრობილეში - კონსტანტინე მორგოშია

06.09.21 17:06
პირობას ვდებ, ლომჯარია მალე აღმოჩნდება საპყრობილეში - კონსტანტინე მორგოშია

პუტინისტური, რადიკალური დაჯგუფების ლიდერი,  კონსტანტინე მორგოშია, სახალხო დამცველს უპირისპირდება და პროგნოზირებს, რომ ნინო ლომჯარია მალე ციხეში მოხვდება.

სამართლიანი მოთხოვნა იქნებოდა, თვითონ ლომჯარია დაეჭირათ, ოღონდ ცოტა ხნის წინ, რასაც აკეთებს წლების მანძილზე, იმისთვის. პირობას გაძლევთ, ის დღეც დადგება, როცა ეგ აღმოჩნდება საპყრობილეში. 

ნანახი მაქვს ყველა კადრი და რასაც მახარაძე ამბობს, ეს არის არა ძალადობისკენ, არამედ სამართლიანობისკენ მოწოდება. მამაოს არ უგულისხმია ,,იძალადეთ ღმერთის სახელით", იქ სულ სხვა შინაარსი იყო.

ლომჯარიების მსგავსი პიროვნებების დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია იყო, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, სადაც მიგვიყვანა, ეხლა თუ ლომჯარია გამოდის, როგორც ბრალმდებელი, ის ძალიან მალე იქნება ბრალდებული - აცხადებს კონსტანტინე მორგოშია. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლებას 5 ივლისის მოვლენების ობიექტურად და გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდა.