2019 წელს იძახდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ანგრევს, 2024 წელს, აქციაზე დაკავებულების დაპატიმრებას ითხოვს
„შაბათის ეთერი“ დაინტერესდა, ვის ცდილობს, გაყალბებული საქმეები შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასამართლოში მიიტანოს და გაყალბებული ფაქტები ჭეშმარიტებად წარმოაჩინოს.
ახალგაზრდა, რომელიც წარსულს ვერ იხსენებს ან გახსენება არ უნდა, ბუბა ნაჭყებიაა, ახლა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელია, რომელიც რამდენიმე კვირაა, სასამართლო დარბაზიდან - დარბაზში დარბის და აქციაზე დგომის გამო მოსამართლეს ნაცემი და დასახიჩრებული ახალგაზრდების დაჯარიმებას და დაპატიმრებას ითხოვს.
ნაჭყებიამ თავი სასამართლოს დარბაზს იმ წუთიდან შეაფარა, როდესაც "შაბათის ეთერმა" 2019 წელი და მისი განცხადებები შეახსენა. წლების წინ, ეს უკანასკნელი "ქართულ ოცნებას" უპირისპირდებოდა და მას "რუსულ რეჟიმს" ეძახდა.
მაშინ ბუბა ნაჭყებია საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და დააჯარიმა - საქმე პრეცედენტული და გახმაურებული იყო, რადგან, ახალგაზრდა სტუდენტი მხოლოდ იმის გამო გაასამართლეს, რომ ფეისუბუქის დახურულ ჯგუფში რექტორის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზა დაწერა.