გომელაურის სანქცირებული მოადგილე ნეპოტიზმის სკანდალში გაეხვა - ჟურნალისტური გამოძიება

21.12.24 23:24
გომელაურის სანქცირებული მოადგილე ნეპოტიზმის სკანდალში გაეხვა - ჟურნალისტური გამოძიება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავების დიდი ნაწილი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, თავად დარახველიძის მეუღლემ იმ დროს, როდესაც მისი ქმარი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღლა თავდებობას იკავებდა, პოსტი ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოში მიღო. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანაშემწედ სამსახურში მისი ბიძაშვილი, ელენე საგანელიძე დაასაქმე. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მაშინ როდესაც საჯარო სამსახურში, კანონის მიხედვით მეოთხე რანგის მოხელის დანიშვნის საკითხიც კონკურსის წესით წყდება. დარახველიძემ დედის ძმის შვილი ელენე კონკურსის გარეშე დანიშნა.  

რაც შეეხება ალექსანდრე დარახველიძის ძმას, არჩილ დარახველიძეს, ის შემოსავლების სამსახურში მეშვიდე სამმართველოს უფროსის მოადგილეა. 

არჩილ დარახველიძე იმ სამსახურის მაღალჩინოსანია, რომელმაც ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, ახალი წლის წინ ბაზრობაზე, პიროტექნიკის საწყობები დალუქა. 

ალექსანდრე დარახველიძის მამაც საჯარო სამსახურშია. მინისტრის მოადგილის მამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი 2 წლის განმავლობაში იყო. ახლა მელიორაციის სამსახურში, შრომითი უსაფრთხოების  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. 

ამით ყველაფერი არ მთავრდება - ალექსანდრე დარახველიძემ მინისტრის მოადგილედ მშივრების დროს დაწინაურდნენ მისი კლასელები.

საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული ალექსანდრე დარახველიძის ბიცოლაც და ბიძაც. ბიცოლა, მაგდანა სოციალური მომსახურების სააგენტოში, ბიძა, ასლანი კი ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარეა.  

ნეპოტიზმის სქემა - თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები