უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე საქართველოში - როგორია აქციების განრიგი

22.12.24 00:23
უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე საქართველოში - როგორია აქციების განრიგი

უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე საქართველოში - დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა მარშია დაგეგმილი. 

ცნობილია, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მიმართავს.

განრიგი ასეთია: 

  • 13:00 საათი - გაფიცვა;
  • 14:00 საათი - ფრანკოფონების მარში საფრანგეთის საელჩოდან პარლამენტამდე;
  • 14:00 საათი - ორბელიანების მარში - ძველი სპორტის სასახლე;
  • 16:00 საათი - ინგლისური ენის სპეციალისტების მარში - თსუ-ის მე-5 კორპუსიდან პარლამენტამდე;
  • 18:00 საათი - კახელებისა და ქიზიყელების მარში - ერეკლე მეორეს მოედნიდან პარლამენტამდე;
  • 18:00 საათი - ვეტერანთა მარში - გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე;
  • 18:00 საათი - მარში "ანწუხელიძე" - გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე;
  • 18:00 საათი - ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეების მარში - განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე;
  • 19:00 საათი - ქართველი მემარჯვენე ლიბერალების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედანი;
  • 19:00 საათი - აქცია პარლამენტთან;
  • 20:00 საათი - ლეჩხუმელების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე;

ფოტო: Ezz Gaber

მსგავსი სიახლეები