როდესაც არჩევნები ხარვეზებულია, დემოკრატიას საფრთხე ემუქრება - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ცატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს ეხმიანება და მას "შემაშფოთებელს" უწოდებს. ესპენ ბარტ ეიდე პირდაპირ წერს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა და ეს გარემოება ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
მინისტრი პოსტს ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიშსაც ურთავს.
ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს.
როდესაც არჩევნები ხარვეზებულია, დემოკრატიას საფრთხე ემუქრება.