სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართოს. ამის შესახებ პრზიდენტმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.
დღეს, დღის განმავლობაშიც დედაქალაქის მასშტაბით, ათზე მეტი საპროტესტო აქტივობა და მარშია დაგეგმილი. პროტესტი პარლამენტთან კი ტრადიციულად 19:00 საათზე არის ჩანიშნული.
უკვე 25-ე დღეა მოქალაქეები აპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.