ქართველი ერის სულიერი გატეხა და გაძარცვა შეუძლებელია - მეუფე ზენონი
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველი ერი სიკვდილის მტაცებელი ერია და მას უკადრებელი არ უნდა აკადრო. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველების სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია.
ეს არის სიკვდილის მტაცებელი ერი!
არ უნდა აკადრო მას უკადრებელი.
ფშაური ნათქვამია: "ძველთაგან მოდის თქმულება მგელი არ იძარცვებისა, რაც არა ჰმოსავ ტანზედა, არც არა გაეხდებისა."
ქართველი ერის სულიერი გატეხა და გაძარცვა შეუძლებელია.
ამ ერის შვილების გულზე სწერია: სიმამაცე და სამშობლოს ერთგულება!, - წერს მეუფე ზენონი.