ოზურგეთში, სამმართველოსთან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ნაწამები ადამიანების ფოტოები მიიტანეს
ოზურგეთში, სამმართველოსთან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი თანამოაზრეები არიან შეკრებულები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდების ფოტოსურათები მიიტანეს. შეკრებილებს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული აქტივივისტები. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, პოლიცია დროზე მოეგოს გონს და უკანონო დავალებების შესრულება შეწყვიტოს.
ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია გადაქცეულია მილიციად, გადაქცეულია ომონად და ასრულებს უკანონო დავალებას, რუსული მეთოდებით ებრძვის ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ რუსეთი და უნდათ დასავლეთი და სწორედ ამისთის მოვიტანეთ ნაწამები ადამიანების ფოტოები, რომელიც დავუტოვეთ პოლიციელებს. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ თუ არ უნდათ, ამ ადამიანების რიგში გადიოდნენ, როგორცი არის გომელაური და ხარება, დროზე მოეგონ გულს და მოშევან დანაშაულებრივი დავალებების შესრულებას, - ამბობენ შეკრებილები.
პროტესტის 25-ე დღეს საქართველოს მოქალაქეები ფართომაშტათაბიანი აქციისთვის ემზადებიან...დღის განმავლბაში ათზე მეტი მარშია დაგეგმილი. ბაიკერები, ვეტერანები, ინგლისურის მასწავლებლები, პროგრამა ერასმუსის მონაწილეები, კახელები და ლეჩხუმელები - საქართველოს მოქალაქეები დედაქალაქის ქუჩებს დღესაც საპროტესტო შეძახილებით მოივლიან. დღის ბოლოს კი პარლამენტთან შეიკრიბებიან და ოლიგარქის რეჟიმს მოსთხოვენ,დანიშნოს ახალი არჩევნები და ციხეების კარი უკანონოდ დაკავებულებს გაუხსნას.