კობახიძე ამტკიცებს, რომ გუშინდელ აქციაზე მხოლოდ 3 ათასი კაცი იდგა

22.12.24 14:25
კობახიძე ამტკიცებს, რომ გუშინდელ აქციაზე მხოლოდ 3 ათასი კაცი იდგა

გუშინდელი ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ საპროტესტო მუხტი იკლებს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გუშინ რუსთაველზე მხოლოდ 3 ათასი კაცი იდგა და აქციაზე ხალხი აღარ დადის. 

ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები