"ოცნება" შექმნილ კრიზისს ადეკვატურად ვერ აფასებს - თამარ ჩუგოშვილი
კონსტიტუციონალისტი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ "ოცნება" შექმნილ კრიზისს ადეკვატურად ვერ აფასებს. ამის შესახებ მან არალეგიტიმური პრემიერის გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, რომელმაც ზურაბიშვილს დაჭერით დაემუქრა.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვერ ხედავს რა ხდება საზოგადოებაში და ვერ იარებს, რომ ეს მხოლოდ ერთი ჯგუფის კი არა, სრულიად ერის პროტესტია.
პანიკაც არის, არაადეკვატურობაც არის და ვითარების სრულად და ადეკვატურად შეფასების უუნარობაა. ისინი ვერ გრძნობენ რა ხდება ხალხში, რა ხდება საზოგადოებაში. ჯერჯერობით ისევ ჰგონიათ, რომ ეს არის რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომელიც უბრალოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ეს ასე არ არის. მთელი ერი დგას ერთად და მთელ ერს უნდა, რომ ამ ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ჩვენ უკვე ვართ არანორმალურ მდგომარეობაში, როდესაც პარლამენტი გვყავს, რომელიც პარლამენტი არ არის, მთავრობა გვყავს, რომელიც მთავრობა არ არის და მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტი არ არის, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.