კობახიძის მუქარისშემცველი განცხადების უკან პანიკა იკითხება - ეკა ბესელია
პარტია "სამართლიანობის" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაჭერით დაემუქრა, პანიკად აფასებს. ეკა ბესელიას თქმით, უკვე დიდი ხანია მოქმედი პრეზიდენტის ივანიშვილის ხელისუფლების თავის ტკივილად იქცა, თუმცა მსგავსი მუქარები ზურაბიშვილზე არ გაჭრის.
უკვე დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი არის დიდი თავის ტკივილი და ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნების“ ჯგუფისთვის და განსაკუთრებით მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ. ალბათ უნდა გაეგოთ აქამდეც, რომ არანაირი მუქარა არ ჭრის პრეზიდენტზე. ასეთი განცხადებების უკან იკითხება მხოლოდ პანიკა. პრეზიდენტს დაემუქრო იმით, რომ მიზი ლეგიტიმური ან კონსტიტუციური მოქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომ ამას მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, ამაზე შეიძლება, მხოლოდ გაგვეცინოს, - ამბობს ბესელია.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება. არალეგიტიმური პრემიერი აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - თქვა დღეს კობახიძემ.