"ოცნება" აგონიაშია - თინა ხიდაშელი
"ოცნება" აგონიაშია - ასე აფასევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება, ამიტომ ახლა საკუტარი ძალაუფლების გახანგრძლივებას სასტიკი მეთოდებით ცდილობს.
მათი დასასრული ძალიან ახლოსაა, იმიტომ, რომ როცა რეჟიმი იწყებს ასე ლაპარაკს საკუთარი მოქალაქეების, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, აქტიური მოქალაქეების შესახებ, ეს არის ერთგვარი აგონიის ის მომენტი, როდესაც დასასრული ახლოვდება. ამ მოქმედებებით, ძალადობის გზით, ჯალათების ქუჩაშ გამოშვებით, დაუსჯელობით, უბრალოდ, ახანგრძლივებენ გარდაუვალს, რაც უფრო ახანგძლივებენ გარდაუვალს, მით უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება. არალეგიტიმური პრემიერი აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - თქვა დღეს კობახიძემ.