სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს - მაიკლ კარპენტერი
სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართელოში არსებული ვითარება მიმოიხილა და მას "შემაძრწუნებელი" უწოდა. მისი თქმით, ყველაფერი, რისკენაც საქართველო ათეულობით წლის განმავლობაში ისწრაფოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია - ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ ტიტუშკები, რომელიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია და არაა იმგვარი მოქმედება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ვიხილოთ. ასე რომ, ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა - მომავალი ევროკავშირში, ნატოში, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაცია - ახლა სასწორზე დევს. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შევზღუდეთ ჩვენი ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.