"ოცნების" ამოცანაა, გაანეიტრალოს ყველა დასავლური ღირებულებების პოლიტიკური აქტორი - სალომე სამადაშვილი

22.12.24 17:22
"ოცნების" ამოცანაა, გაანეიტრალოს ყველა დასავლური ღირებულებების პოლიტიკური აქტორი - სალომე სამადაშვილი

"ოცნების" ამოცანაა, გაანეიტრალონ ყველა დასავლური ღირებულებების პოლიტიკური აქტორი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას სურს, ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს და მისი მართვა რუსეთის დახმარებით არალეგიტიმურად განაგრძოს. 

მათი ამოცანაა, რომ გაანეტრალონ ყველა დასავლური ღირებულებების პოლიტიკური აქტორი ქვეყანაში, რომ არანაირი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ არსებობდეს და ამითი საბოლოოდ, ფაქტობრივად, ოკუპაციის ქვეშ მოაქციონ საქართველო და გააგრძელონ ამ ქვეყნის არალეგალურად, საოკუპაციო რეჟიმის მეშვეობით, მართვა. ეს არის დღეს რუსეთის ამოცანა, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება. არალეგიტიმური პრემიერი აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - თქვა დღეს კობახიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები