არალეგიტიმური, არაადეკვატური პრემიერის განცხადებას ფასი არ აქვს - მეზვრიშვილი კობახიძის მუქარაზე

22.12.24 17:26
არალეგიტიმური, არაადეკვატური პრემიერის განცხადებას ფასი არ აქვს - მეზვრიშვილი კობახიძის მუქარაზე

არალეგიტიმური, არაადეკვატური პრემიერის განცხადებას ფასი არ აქვს, - ასე აფასებს გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის მუქარისშემცველ განცხადებას. ოპოზიციონეირ პოლიტიკოსის თქმით, ერთ მხარეს არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე მხარეს კობახიძე, რომელიც ხალში თავისუფლად გასვლასაც ვერ ბედავს. 

ერთ მხარეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც აქვს საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა, რომელიც თავისუფლად გადის და მოძრაობს ხალხში და მეორე მხარეს გვყავს არალეგიტიმური, არაადეკვატური ადამიანი, რაც გინდათ, ის დაუძახეთ და რაც გინდა, ის გააკეთებინე ადამიანი, რომელიც შიშით ხალხში ვერ გამოდის და მის მიერ გაკეთებულ მუქარისშემცველ განცხადებას რა ფასი აქვს?, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება. არალეგიტიმური პრემიერი აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - თქვა დღეს კობახიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები