"ოცნება" პანიკაშია - არალეგიტიმური პრემიერი პრეზიდენტს დაჭერით დაემუქრა
პანიკაში მყოფი ოლიგარქი და მისი პრემიერი სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით ემუქრება. კვირა დღეს, დილით ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი მხოლოდ იმიტომ ჩაატარა, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის უკანასკნელი გაფრთხილება მიეცა: არ იფიქროს ახალი არჩევნების დანიშვნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ოცნება" იმოქმედებს. გამოყენებული იყო სიტყვები - ციხე, გისოსები, 72 წლის ქალის დაპატიმრება.
ვიდრე ოლიგარქის რეჟიმის ზურაბიშვილს დაჭერით ემუქრებოდა.,პრეზიდენტი მოკავშირეებთან ერთად მსჯელობდა, რა გზით დაესრულებინა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზიისი. სალომე ზურაბიშვილი მთელი დღე კონსულტაციების რეჟიმში იყო ევროპელ და ამერიკელ დეპუტატებთან, ექსპერტებთან და დიპლომატებთან.