რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, ხალხი პრეზიდენტს ელოდება
რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, ხალხი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სალომე ზურაბიშვილს ელოდება. პრეზიდენტი ევროპული მომავლის მცველებს სიტყვით ზუსტად ცხრა საათზე მიმართავს.
"დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ" - ამ შინაარსის ბანერები გამოჩნდა ცოტახნის წინ პარლამენტთან. საკანონმდებლო ორგანოსთან კახელების მარში მივიდა.
ოლიგარქის წინააღმდეგ და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ამ წუთებში გვერდიგვერდ დგანან თელაველები და გურჯაანელები.
დღეს პროტესტის 25-ე დღეა. მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გაღავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა.