პრეზიდენტის ტექნიკა პოლიციამ ვერ დააპატიმრა - სპეციალური ავტომობილები რუსთაველის გამზირზე არიან

22.12.24 20:18
პრეზიდენტის ტექნიკა პოლიციამ ვერ დააპატიმრა - სპეციალური ავტომობილები რუსთაველის გამზირზე არიან

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ბესიკის ქუჩაზე. საპატრულო პ;ოლიცია მანქანას, რომელშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისთვის სცენისთვის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო, რუსთაველის გამზირზე არ ატარებდა.

ფაქტს,  კოალიცია  ''ცვლილებებისთვის'' ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ხალხის პროტესტის ფინზე, საბოლოოდ, საპოლიციო ძალებმა ავტომობილი გაატარეს. ამ წუთებში ტექნიკა პირველ სკოლასთან მიიტანეს, სადაც სცენა მოეწობა და საიდანაც სალომე ზურაბიშვილი ხალხს ზუსტად 21:00 საათზე მიმართავს. 

პროტესტის 25-ე დღე- რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, ხალხი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სალომე ზურაბიშვილს ელოდება. პრეზიდენტი ევროპული მომავლის მცველებს სიტყვით ზუსტად ცხრა საათზე მიმართავს. 

დღეს, ცნობილი გახდა, რომ სცენა, რომელიც პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვისთვის უნდა დამონტაჟებულიყო, პოლიციამ გაიტაცა. სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ აქციის მონაწილეები სხვა გაგმაზე და სხვა ტექნიკის მობილიზება შეძლეს.  

უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით თბილისის მერიას აცნობეს, რომ კვირას სცენის აღმართვას აპირებდნენ და მოლაპარაკებები თითქოს წარმატებით დასრულდა. შემდეგ კი სცენით დატვირთული მანქანის მძღოლი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მანქანა დაათვალიერა, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა, მძღოლს კი დროებით ტელეფონი ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები