დაპატიმრების არ მეშინია ... ამ არჩევნებზე საქართველოში ჩავალ - მიხეილ სააკაშვილი

06.09.21 19:06
დაპატიმრების არ მეშინია ... ამ არჩევნებზე საქართველოში ჩავალ - მიხეილ სააკაშვილი

ამ არჩევნებზე საქართველოში ჩავალ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნებისთვის ის სამშობლოში დაბრუნდება. სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ის დააკავოს, ამიტომაც თანადგომისა და მხარდაჭერისკენ მოსახლეობას მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი გამოვიდა მიშელის შეთანხმებიდან, ქართველი ხალხი არ გამოსულა ამ დოკუმენტიდან. იმისათვის, რომ ეს წარმოუდეგენელი სპირალი ოჯახების გაღატაკების, განადგურების, გაღარიბებისა შეწყდეს, 2 ოქტომბერს ხალხი უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს ივანიშვილის ,,ოცნების" წინააღმდეგ. ესაა ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად. 

პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში. ასევე მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, აიღეთ შვებულება არჩევნების დღეებში და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში. 

დაპატიმრების არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაათავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველ ხალხს. - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე აცხადებს, ის სამშობლოში რევანშისტული განზრახვით  არ ბრუნდება, თუმცა კანონის წინაშე ყველა დამსახურებულად აგებს პასუხს და ,,ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს".