პროტესტმა შედეგი გამოიღო - პოლიციის მიერ დატყვევებული გენერატორი რუსთაველის გამზირზე შეიტანეს
ბესიკის ქუჩა ისევ მოვლენების ეპიცენტრია - ბოლო რამდენიმე საათია, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაში ხელს უშლიან. რამდენიმე წუთის წინ, პოლიცია დენის წყაროს, ე.წ. გენერატორს არ ატარებდა. იყო მცდელობა, რომ სცენის მსგავსად პოლიციას ეს მოწყობილობაც დაეტყვევებინა.
ადგილზე აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ლიდერების მობილიზების შემდეგ, საპატრულო პოლიციის უფროსებმა ავტომობილს გადაადგილების უფლება მისცეს.