კობახიძე მისივე სიტყვების გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პასუხს სთხოვს

22.12.24 21:21
კობახიძე მისივე სიტყვების გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პასუხს სთხოვს

კობახიძე მისივე სიტყვების გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პასუხს სთხოვს - ამის შესახებ PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი წერს. 

რუსოპულოსი მოუწოდებს კობახიძეს, "გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს".

მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. მიუღებელია მის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს"- წერს მაღალჩინოსანი.

"ქართული ოცნების" პრემიერი, მოქმედ პრეზიდენტს ღიად დღეს დაემუქრა: 

"ვნახოთ, სად გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება რეზიდენციაში"

მსგავსი სიახლეები