საქართველოს ვერავინ გააჩერებს, არ გვეშინია - პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს

22.12.24 21:56
საქართველოს ვერავინ გააჩერებს, არ გვეშინია - პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს

არ გვეშინია, აქ სიყვარული სუფევს, აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა სიყვარული და თავისუფლება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" პრემიერის მუქარასაც პასუხობს და ამბობს, რომ "არავის ეშინია". 

"საქართველოს ვერავინ გააჩერებს, საქართველო არასდროს თმობს, როცა მართალია და თქვენ მართლები ხართ"- თქვა ზურაბიშვილი. 

 ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა თქვენს წინაზე ვდგავარ. აქ ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან, ილია და აკაკი გვიყურებს და ამ ახალ საქართველოს უყურებენ, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით, რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძლიერი, ევროპული საქართველო. ამას ვერავინ ვერ გააჩერებს.

მართალია, თქვენ აქ "რაღაცა 300 კაცი ხართ", მართალია დაგვიპატიმრებს სცენა, მიკროფონები, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, თანაც ორჯერ.

მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ მალე გისოსების უკან ვიქნები, მაგრამ ჩვენ ხომ არ გეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს.

ვინც ამბობს, რომ აქ ვინმესთან დაპირისპირება იბადება, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის.

აქ არის მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება',- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დღეს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობებზე, რა დროსაც გამოყო „ანწუხელიძის“ მარში და აღნიშნა, რომ სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვართ ვალდებული, რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო.

დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - „ანწუხელიძის“ მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები