უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი - პრეზიდენტი ივანიშვილს ერთკვირიან ვადას აძლევს

22.12.24 22:10
უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი - პრეზიდენტი ივანიშვილს ერთკვირიან ვადას აძლევს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ერთკვირიან ვადას აძლევს - როგორც მთავარსარდალმა რუსთაველის გამზირზე სირტყვით გამოსვლისას განაცხადა, არჩევნები 29 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს. 

მისი თქმით, მზად არის, ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდეს ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. 

ყველაფერი მარტივადაა - არჩევნები არ შედგა. არამხოლოდ არ შედგა, არამედ არავისგან არ არის აღიარებული. არ არის აღიარებული თქვენგან და არ არის აღიარებული უცხოელი პარტნიორებისგან. როცა ეს არჩევნები აღიარებული არ არის და არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულაა მსოფლიოში. ყოველდღე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური გზით უნდა გამოსვლა ღრმა კრიზისიდან ეს არის ახალი არჩევნები. ამიტომ, მე, რომელიც აქ ვარ და ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - მოდით ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ. ოღონდ სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები