სავარაუდო დივერსია - პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლისას სიგნალი ჩაახშეს
რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს სავარაუდოდ სიგნალი ჩაახშეს.
ტელევიზიები პირდაპირ ტრანსლირებას ვერ ახერხებენ. პრეზიდენტის მიკროფონი იმ დროს გაუთიშეს, როცა ის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელება ე.წ. მეგაფონით მოუწია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ხვალ, რეზიდენციიდან გაავრცელებს.
მანამდე პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის რჩება პრეზიდენტად და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულად.