პრეზიდენტი ივანიშვილს სასახლეში ელოდება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა - მთავარსარდალი ამბობს, რომ მზადაა, მასთან ერთად ახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს.
პრეზიდენტის აზრით, არჩევნების დანიშვნის რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.
"მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე... მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი რომ იყოს, სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით"- განაცხადა პრეზიდენტმა.