მომიტინგეებმა "ხარებას" რაზმის პირისპირ ე.წ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

22.12.24 23:05
მომიტინგეებმა "ხარებას" რაზმის პირისპირ ე.წ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

აქციის მონაწილეების ნაწილი საპოლიციო ძალების კორდონის საპირისპიროდ განთავსდნენ და ე.წ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

 „ეს ქვეყანა ბიძინასი არასდროს გახდება“ - ამბობენ ისინი. 

ადგილზე გაშალეს საქართველოს და ევროკავშირის დროშა.

როგორც ცნობილია, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები