სააკაშვილის ბედი ხალხმა გადაწყვიტა არჩევნებზე, ახლა კი მართლმსაჯულება გადაწყვეტს - გია ვოლსკი

06.09.21 20:02
სააკაშვილის ბედი ხალხმა გადაწყვიტა არჩევნებზე, ახლა კი მართლმსაჯულება გადაწყვეტს - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმიანება. გია ვოლსკი  აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ბედი არჩევნებზე ხალხმა განსაზღვრა, ახლა კი მართლმსაჯულების გადასაწყვეტია.

თუ ვინმეს რამე მოუპარავს და წაურთმევია ამ ქვეყანაში, ეს შარა გზის ყაჩაღი სააკაშვილია, მან ადამიანებს ღირსება, სიცოცხლე და ქონება წაართვა. მისი ბედი ხალხმა უკვე გადაწყვიტა არჩევნებზე და ახლა მართლმსაჯულების გადასაწყვეტია - აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რევანშს არ გეგმავს, მაგრამ ივანიშვილი ყველა  მოპარულ კაპიკს  დააბრუნებს.