უწყვეტი პროტესტის 26-ე დღე-ხალხი რუსთაველის გამზირზე კვლავ უცვლელი მოთხოვნებით გადის
უწყვეტი პროტესტის 26-ე დღე-ხალხი რუსთაველის გამზირზე დღესაც უცვლელი მოთხოვნით გადის. საქართველოს მოქალაქეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროპული მომავლის მცველები “პირველებთან“ ინტერვიუში აცხადებენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტის გვერდით დგანან, რადგან ხედავენ, რომ დღეს ის ხალხის ერთადერთი მოკავშირეა.
საქართველო არის აქ, რომელიც ახალ, სამართლიან არჩევნებს. ვითხოვთ და უსაფუძვლო არ არის ის, რომ ჩვენი შვილების თაობა უსამართლოდ არიან ციხეში გამომწყვდეული და კაციშვილი ვერ ამტკიცებს, მათ ბრალეულობას. დიდი სირცხვილია, სამარცხვინოები არიან ისინი, ვინც მათ ასამართლებთ. ძალიან მრცხვენია იმ არაქართველების, ვინც ცრუმოწმეები არიან“, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
იმ ხალხიდან გამომდინარე, ვინც კი აქ ვართ, ჩვენ ყველანი მივდივართ ევროპაში და მზად ვართ ამისთვის. საქმე გვაქვს შეშინებულ მთავრობასთან“, - განაცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ.