ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა სოციალურ ქსელში საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და წერს, რომ “მისი მოწოდებაა, დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელდეს“.
როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩემი მოწოდება დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა“, - წერს პია კაუმა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.