"ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში" - ცაჰკნა

23.12.24 18:54
"ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში" - ცაჰკნა

"ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში" - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე წერს.

ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევაში მხილებული პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. 

ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს გაცემული რეკომენდაციები და პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

ასევე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია." - წერს მარგუს ცაჰკნა.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები