"ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ, რადგან ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები" - პრეზიდენტი მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ერისთვის მიმართვას ავრცელებს - ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი საკუთარ სიტყვას გუშინდელ აქციაზე მომხდარი ინციდენტით ხნის.
"ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ, რადგან ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები" - ამბობს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ 22 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე არაჩვეულებრივი განწყობა სუფევდა.
მოგესალმებით ორბელიანების სასახლის მშვიდი გარემოდან, რადგან გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. თქვენ იყავით ძალიან მრავლად და იყო არაჩვეულებრივი განწყობაც, მაგრამ ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ, რადგან ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები. ამიტომ გადავწყვიტე, დღეს ხელახლა დავუბრუნდე რამდენიმე თემას", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.