პოლიციელების დიდი რაოდენობა ვნახე, ვერ გავიგე რისი ეშინოდათ, რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის - პრეზიდენტი

23.12.24 19:06
პოლიციელების დიდი რაოდენობა ვნახე, ვერ გავიგე რისი ეშინოდათ, რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის - პრეზიდენტი

"თავისუფლების მოედანზე პოლიციელების დიდი რაოდენობა ვნახე, ვერ გავიგე, რისი ეშინოდათ, რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის თქმით, 22 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები საკუთარი დამოუკიდებელი პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იდგნენ.

არაჩვეულებრივი განწყობა არის. არაერთი და მრავალი მარში, რომელიც ასახავს მთელ ქვეყანას, ყველა რეგიონს, საზოგადოების ყველა სეგმენტს. ეს არის ძალიან დიდი ძალა და ცხადია, ეს დიდი ძალა აშინებს ზოგ-ზოგს, თუმცა არაფერი საშიში არ იყო გუშინ. მე ვნახე დიდი რაოდენობა პოლიციელების თავისუფლების მოედანზე და ვერ გავიგე, რისი ეშინოდათ ესოდენ, რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის, ჩემი დგომის, თქვენი დგომის. ჩვენ არაფერ სხვას არ ვაპირებდით, თუ არა ერთმანეთთან საუბარს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები